„მომავალი გენიოსი პიანისტი, ასე დიდებსაც არ შეუძლია, ამ პაწაწუნაში რამხელა ნიჭია“, „პატარა საოცრება“, „სასწაული“, – ეს მცირე ჩამონათვალია სოციალურ ქსელში გამოხატული იმ რეაქციებისა, რომელიც სულ რაღაც 2 წლისა და 6 თვის დაჩი სოფრომაძემ დაიმსახურა.
„ჯერ ისე პატარა ეს როგორ უნდა ვასწავლო, ბევრს უსმენს და ღმერთისგან აქვს ეს ნიჭი ბოძებული. რაც ყველაზე მთავარია უყვარს და ამას სიამოვნებით აკეთებ“, – ამბობს დაჩის დედა.