ქართველმა მოდელმა, ელენე იაკობაშვილმა თავის ქორწილში, რომელიც გუშინ გაიმართა ქართველი დიზაინერის, თამუნა ინგოროყვას მიერ შექმნილი საქორწილო კაბა მოირგო.
შესაბამის ინფორმაციას და ფოტო მასალას, დიზაინერის ოფიციალური გვერდი, სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„შექმნილია ხელით, მორგებული თქვენს ოცნებაზე“ – ვკითხულობთ სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, წარმატებული ქართველი მოდელი ელენე იაკობაშვილი, ჩოგბურთელ სანდრო მეტრეველზე გუშინ დაქორწინდა.