“მინდა ძალიან ძალიან დიდი ხანი დავტკბე შენი სიყვარულით და სამაგალითო დედობით”

მომღერალი დათუნა მგელაძე დედას, მარინა მგელაძეს დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს.

მომღერალი დედას სოციალურ ქსელში მიმართავს და წერს, რომ მისთვის სამაგალითო ადამიანი დღეს იუბილარია.

დათუნა მგელაძე „ფეისბუკში“ დედის და მისი შვილის ერთობლივ ფოტოსაც აქვეყნებს:

„დე როგორ მიყვარხარ, როგორ მაბედნიერებ და როგორ ვამაყობ შენით.

ჩემი ყველაზე კეთილი, ყველაზე ლამაზი, ყველაზე ტკბილი დედიკოს დაბადების დღეა.

გილოცავ და მინდა ძალიან ძალიან დიდი ხანი დავტკბე – შენი სიყვარულით და სამაგალითო დედობით.

მიყვარხარ“ – წერს დათუნა მგელაძე.