“კალა ფორმაშია“, “ჩვენი ლეგენდა კაცი“ – კახა კალაძე ლეგენდების მატჩისთვის ემზადება: რა კადრებს გვიზიარებს დედაქალაქის მერი

კახა კალაძე სოციალურ ქსელში ახალ კადრებს გვიზიარებს.

როგორც ვიდეოში ვხედავთ, დედაქალაქის მერი, ლეგენდების მატჩისთვის ემზადება.

„ჩვენი ლეგენდა კაცი“

„საღოლ კახა. ფეხბურთშიც მაგარი ხარ, კაცობაშიც და ქართველობაშიც“

„მიყვარს კახი. საუკეთესო ადამიანია. ბევრს მიაღწია თავის მიზანდასახულობით. წარმატებები და ჩემი პატივისცემა“

„გაიხარეთ ყველამ. წარმატებას გისურვებთ“

„კალა ფორმაშია“ – წერენ სოცქსელში.

ცნობისთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და თბილისის მერიის ორგანიზებით, 21 სექტემბერს თბილისში ქართული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მატჩი გაიმართება.