„დღეს ამ რვეულებით წავიდა ჩემი შვილი სკოლაში, აბა მე ტიტანიკის რვეული მქონდა“

„დღეს ამ რვეულებით წავიდა ჩემი შვილი სკოლაში“ – ამის შესახებ მომღერალი ნინი შერმადინისოციალურ ქსელში წერს და ფოტოს ავრცელებს, სადაც ქართველი ფეხბურთელების, ბუდუ ზივზივაძის და გიორგი მამარდაშვილის გამოსახულებიანი სასკოლო რვეული ჩანს.

მომღერალი წერს, რომ ამაყია ქართველი ფეხბურთელების პროფესიონალიზმით:

„დღეს ამ რვეულებით წავიდა ჩემი შვილი სკოლაში! აბა მე ტიტანიკის რვეული მქონდა.

მეც მაჩუქე ერთი ცალი მეთქი და რად გინდა შენო, არავის არ აჩუქოო!       

რა სიამაყეები არიან ეს ბიჭები

საქართველო ფორმაშია!“ – წერს მომღერალი.