მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე რამდენიმე დღის წინ მეორე გოგონას მშობლები გახდნენ. გოგონას ლილი დაარქვეს.
ჯანეტი, რომელიც მშობიარობის შემდეგ არაჩვეულებრივად გამოიყურება, გამომწერებს შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოსესიას უზიარებს.
„ბედნიერება“, – წერს ჯანეტი.
მოდელის ქალიშვილებთან ერთად გადაღებულმა ფოტოებმა, უამრავი დადებითი კომენტარი დაიმსახურა.