მოდელისა და ტელეწამყვანის, თიკა ფაცაციას ძმა ლევან ფაცაცია იუბილარია.
თიკა ძმას დაბადების დღეს „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე სტატუსით ულოცავს და ფოტოებისა და ვიდეოების ემოციურ კოლაჟს უძღვნის.
„დაიბადა ჩემს მეგობრად, იმედად, სიყვარულად და ბედნიერებად. ვამაყობ, მომწონს, მიყვარს ჩემი ლევან დიმიტრი ფაცაცია. ბევრი ბედნიერი ათწლეული შენს ცხოვრებას და წარმატების და გამართლების გზით იარე, ჩემო გამხარებელო. გილოცავ დაბადების დღეს“, – წერს თიკა ფაცაცია სოციალურ ქსელში.