„ის საუკეთესოა! „უოტფორდის“ ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია“

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ინგლისის „უოტფორდის“ წევრს, გიორგი ჩაკვეტაძეს ქართული სპორტული გამოცემა Geo Team ლონდონში, სახლში ესტუმრა.

გამოცემამ ფეხბურთელთან ერთი დღე გაატარა და მის შესახებ საინტერესო გადაცემაც მოამზადა – როგორია გიორგი ჩაკვეტაძის ერთი დღე სახლსა თუ ბაზაზე, რა წიგნს კითხულობს ამჟამად ფეხბურთელი და როგორ ახასიათებენ მას ინგლისელი გულშემატკივრები.

„ის ამჟამად „უოტფორდის“ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ის ამ სეზონში ჩვენთვის საუკეთესოა“ – აღნიშნავენ ინგლისელი გულშემატკივრები Geo Team-თან საუბარში.