ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი შატილში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, ტურისტულმა სააგენტოებმა ტექდათვალიერებაგაუვლელი მანქანები არ დაიქირავონ. მოითხოვონ ცნობა მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. გრძელ მანძილზე ან დილაუთენია დაწყებულ ტურებში ჩასვან 2 მძღოლი. რაც მთავარია, ისევე, როგორც ბევრმა პასუხისმგებლიანმა კომპანიამ მოახერხა, უნდა გააკონტროლონ დაქირავებული მანქანების სიჩქარე. ეს სიახლე სულაც არ არის. საზღვარგარეთ ასე ხდება.“- წერს ჩანადირი.