მომღერლები მანანა თოდაძე, გიორგი წერეთელი და გიორგი წიკლაური გადაცემა „დღის პოსტს“ სტუმრობდნენ.
მომღერლები, გარდა კოლეგებისა, ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები არიან და მათ, როგორც გადაცემაში აღნიშნეს, ოჯახებით მრავალწლიანი ნაცნობობა და მეგობრობა აკავშირებთ.
გადაცემის წამყვანების შეკითხვაზე, არსებობს თუ არა ქალსა და მამაკაცს შორის ჭეშმარიტი მეგობრობა, მანანა თოდაძემ განაცხადა:
„მე ძალიან ბევრი მამაკაცი მეგობარი მყავს, დასავით ვუყვარვარ და ძმებივით მიყვარს.
როგორც კი შევატყობდი, რომ მამაკაცს [მეგობარს] მოვწონდი, მაშინვე ბარიერს ვაგებდი, ქალზე ბევრია დამოკიდებული, ცდუნებას არ უნდა აჰყვე. როდესაც ადამიანთან მეგობრობ, მან როგორ უნდა გაგიბედოს: „იცი რა? მე შენ შემიყვარდი“.
ასევე შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ კარგი მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდოს, მომღერალმა აღნიშნა:
„გათხოვილი რომ ვარ, ქმარი რომ მყავს, როგორ მივცემ სხვა მამაკაცს იმის უფლებას, რომ იმან სიყვარული ამიხსნას? მე ეს პრინციპები მაქვს, მე ასე მოვდივარ“, – აღნიშნა მანანა თოდაძემ.