„მეგობრებო, ვეძებთ მამაჩემს. ბუხუტი (პასპორტით, ვაჟა) გორგაძეს. გავიდა სახლიდან, დელისის უკან, ათსართულიანიდან 4 ოქტომბერს, დღის 1 საათზე“ – ამის შესახებ ინფორმაციას დაკარგული მამაკაცის შვილი, ნათია გორგაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისი თქმით მის მამას მეხსიერების პრობლემები აქვს.
ნათია გორგაძე წერს, რომ სამართალდამცველები ინფორმირებულები არიან.
„მეგობრებო, ვეძებთ მამაჩემს. ბუხუტი (პასპორტით, ვაჟა) გორგაძეს. გავიდა სახლიდან, დელისის უკან, ათსართულიანიდან 4 ოქტომბერს, დღის 1 საათზე. აქვს მახსოვრობის პრობლემა. გავიდა ისე, რომ არ წაუღია არც მობილური და არც საფულე. აცვია რუხი სვიტრი და უსახელო ნაქსოვი მოსაცმელი. სახლის რუხი, ბაიკის სპორტული შარვალი. ფეხზე ეცვა სახლის რუხი ნაჭრის ჩუსტები და არ აცვია წინდები.
არანარი ვარაუდი, სად შეიძლება იყოს, არ გვაქვს. ყველგან შეიძლება იყოს. თუ დაინახეთ მსგავსი ადამიანი, შეაჩერეთ და დარეკეთ სასწრაფოში, პოლიციაში ან ჩვენთან; ჩემი ნომერია: 599390495
პ.ს. პოლიცია ინფორმირებულია და ეძებს“ – წერს ნათია გორგაძე.