ნატო მელიქიშვილი და ირაკლი გრძელიძე ნანატრი შვილის, მარიამის მშობლები პირველ ოქტომბერს გახდნენ.
54 წლის ნატო მელიქიშვილი „დილა მშვიდობისა საქართველოსთან“ ამბობს, რომ დედობის შეგრძნება ამ ასაკში ბედნიერებაა.
მისი თქმით ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს და ყველაფერი უნდა გააკეთოს ქალმა რა ასაკშიც არ უნდა იყოს, რომ დედა გახდეს:
„მოსაფერებლადაც მეცოდება, რომ არ შევაწუხო, რომ დაიბადა მეც მინდოდა რომ მეტირა, ეს შეგრძნება ღირს ყველაფრად…
დედობის და შვილის ყოლის შეგრძნება ბედნიერებაა…
47 წლის ასაკში გავთხოვდი, მოლოდინი შვილის სულ გვქონდა მაგრამ, სწორედ ამ ასაკში შევიტყვეთ 9 თვის წინ რომ მარიამის დედა გავხდებოდი…
შიში იმის, რომ ასაკი გვქონდა ყოველთვის იყო, მაგრამ გარშემომყოფების და ჩემი მეუღლის დამოკიდებულებამ, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა არასოდეს არ მიფიქრია, რომ შვილი არ მეყოლებოდა…
როდესაც გავიგე ორსულობის ამბავი დედამთილს ვუთხარი, კივილით შემოვვარდი ფეხმძიმედ ვართქო
ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს, ბოლომდე უნდა მიხვიდე, ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ დედა გახდე რა ასაკიც არ უნდა იყოს..
მარიამმა ჩვენი ცხოვრება შეცვალა, მადლობა მარიამ ამ ბედნიერებისთვის…
სულ მასთან მინდა ყოფნა, დიდი სურვილი მაქვს მეორეც და მესამე შვილიც“ – ამბობს ნატო მელიქიშვილი.