თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”ნატო ჩხეიძის სტატუსი შემხვდა, ჩაგუბებული ძველი ტკივილით ამოთქმული, პაატა კოღუაშვილი გარდაიცვალაო, გავშრი, დავურეკე როდის რა არის, როგორ მეწყინა….. და დღეს დაკრძალესო მითხრა სინანულით.
როგორ მეწყინა პაატა ძვირფასო ადამიანო,
დარეკავდა ხოლმე, როგორც კი რაღაც პატარა პოლიტ “თავდასხმასავით “ მოუსმენდა, ან ნახავდა ეკრანზე ოპონენტის თუ “სხვათა” მიერ ჩემს მიმართ, დარეკავდა და მეტყოდა -“აბა, როგორ ბრძანდება ჩემი ჯანუკის ასული ?!”😊 მეც ვხარობდი ამ მხარდაჭერით, ჯანსუღს გაიხსენებდა ხოლმე, ერთად ლუდზე გავძვრებოდით ბიჭები პარლამენტის შემდეგ, გვიყვარდა ჯანუკისთან ერთადო, ჰოდა როგორ ხუმრობდა მამაშენი იცი თაკო ? ასე ამბობდა “ლუდიდესი სიამოვნებით გეახლებით ლუდსო”.😊 მამასაც ძალიან უყვარდა პაატა -პაატა კოღუაშვილი, საინტერესო, ღრმად განათლებული პატრიოტი კაცი იყო უთუოდ, კარგი პიროვნება წავიდა ამ ქვეყნიდან.
მისი პოლიტიკური პოზიცია საქართველოს უპირობო სიყვარული იყო.
ახლა ვსაუბრობთ მეგობარო და ერთმანეთს ვსაყვედურობთ, ვდარდობთ მე და ჯონი …….. ასე როგორ მეგობარო, როგორ ვერ გავიგეთ და ბოლო დღეს ვერ გაგაცილეთ…..
ჯანსუღი გეტყოდა:
” ყური მიუგდე მეგობარო იმ დიდ სიჩუმეს,
იგი სავსეა ტალღის ხმაურით,
იგი სავსეა ტალღის ხმაურით და სინანულით”🥲”