“პაწაწინა რომ იყო, ერთხელაც კი არ გასჩენია პროტესტის გრძნობა, ნორმა ეგონა, რომ ვჯმუჯნიდით და ვკოცნიდით“

ბუკა პეტრიაშვილის ვაჟის ტრაგიკულ გარდაცვალებას ნათია ფანჯიკიძე ეხმაურება.

ფსიქოლოგი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„დათუნია ტედი, სიკეთისთვის და ჩახუტებისთვის დაბადებული ბავშვი, პაწაწინა რომ იყო, ერთხელაც კი არ გასჩენია პროტესტის გრძნობა, ნორმა ეგონა, რომ ვჯმუჯნიდით და ვკოცნიდით. დაუჯერებელია, რა ინფორმაციასაც ვაზიარებ ახლა,“ – წერს ნათია ფანჯიკიძე.