ლევან და შენონ ჩერტკოევები შვილს ელოდებიან

ცნობილი მოცეკვავეების წყვილის – გოჩა ჩერტკოევისა და შორენა ჩერტკოევას შვილი, ლევან ჩერტკოევი და მისი მეუღლე, შვილს ელოდებიან.

ლევანი და შენონი მალე გოგონას მშობლები გახდებიან.

სქესის გაგების ორიგინალურ ვიდეოს ლევან ჩერტკოევი „ფეისბუკის“ სთორიში აქვეყნებს – წყვილი ექოსკოპიის ფოტოს თანხლებით, ჭრის ტორტს, რომლის შიგთავსშიც ვარდისფერი დომინირებს. ვიდეოში კარგად ჩანს პატარას მოლოდინში, გახარებული წყვილის ემოციები.