მსახიობი გიორგი ყიფშიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუ ამბობს, რომ რთული პერიოდი უკან მოიტოვა და ახლა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სამაგალითო მამა იყოს.
მსახიობი, რომელმაც ნარკოდამოკიდებულება დაამარცხა, პირად ურთიერთობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ სამომავლოდ დაოჯახებას საერთოდ არ აპირებს.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
„მე ვთვლი, რომ პირად ცხოვრებაში გამიმართლა, რადგან ყველა ჯანმრთელი მყავს და გარშემო არანაირი პათოლოგიები არ არსებობს, არც რაიმე დაავადება, არც ფიზიკური და არც ფსიქიკური. ამ კუთხით თუ შევხედავთ, კი ბატონო, ძალიან გამიმართლა. თუ ფინანსურ მხარეს შევხედავთ, არა (იცინის)…
ცოლი არ მყავს და აწი, ალბათ, აღარც მოვიყვან, მაგრამ მე ყველა ჩემს ყოფილ ცოლთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს და არ გამიმართლას, ვერ ვიტყვი. უბრალოდ, ჩვენ არასწორ დროს გადავეყარეთ ერთმანეთს და საბოლოო ჯამში, შედეგი ასეთი იყო. თუმცა, შედეგი ბავშვებია, რომლებიც ყველა ჯანმრთელი მყავს და ვგიჟდები მათზე.
აი, ჩემი ყველაზე დიდი წარმატება ცხოვრებაში ესაა, რომ ოთხი შვილი მყავს და ბედნიერი მამა ვარ. შეიძლება, ქმარი არ მქვია, მაგრამ ბედნიერი მამა ნამდვილად ვარ. და, არა მარტო მამა, ლუნასთვის და კოსმოსთვის, მამაც ვარ და დედაც“, – ამბობს გიორგი ყიფშიძე.