„პრაიმ ჰაუსელი“ სალომე უშხვანმა „პრაიმტაიმთან“ პირველ ქორწინებაზე საუბრობს.
„20 წლის გავთხოვდი. ქორწინება არასწორი გადაწყვეტილება იყო. ჩემი ქმარი ისეთი ადამიანი აღმოჩნდა, რომ საერთო თითქმის არაფერი გვქონდა. მე და ჩემს მეუღლეს ცალ-ცალკე გვიწევდა ცხოვრება. ხან ციხეში იყო, ხან საზღვარგარეთ მკურნალობდა, აქედან გამომდინარე, ცოლქმრული პერიოდი პირველად გამოვიარე ასე ჯანსაღად და ქორწინებაში მყოფი, მართლა პირველად ვგრძნობ თავს ასე ბედნიერად.
ახლა ჩემს ყოფილ მეუღლესთან მეც და ნიკოსაც ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ვფიქრობ, ჩვენ ბევრად კარგი მეგობრები ვართ, ვიდრე ვიყავით ცოლ-ქმარი. რადიკალურად სხვადასხვა ხასიათი გვქონდა, არ იყო თანხვედრაში...” – ამბობს სალომე უშხვანი.