„სიტყვები არასდროს მეყოფა იმ განცდის აღსაწერად რაც ამ ვიდეოს ნახვით ვიგრძენი და პირველ რიგში რასაც ჩემი „დილა მშვიდობისა საქართველოს“ გუნდი მაძლევს და მაგრძნობინებს“ – ამის შესახებ მომღერალი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს ავრცელებს, სადაც „დილა მშვიდობისა საქართველოს“ შემოქმედებითი გუნდი იუბილარ ტელეწამყვანს დაბადების დღეს ემოციურად და ორიგინალურად ულოცავს.
იუბილარი ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს და „დილა მშვიდობისა საქართველოს“ გუნდს მადლობას უხდის :
„სიტყვები არასდროს მეყოფა იმ განცდის აღსაწერად რაც ამ ვიდეოს ნახვით ვიგრძენი და პირველ რიგში რასაც ჩემი „დილა მშვიდობისა საქართველოს“ გუნდი მაძლევს და მაგრძნობინებს. ამ სიყვარულს მე მთელი ცხოვრება ვატარებ მთელი ჩემი ცხოვრება ვტირი სიყვარულის ცრემლებით“ – წერს თიკა ფაცაცია.