“ტანჯვით გავზარდე, 5 წლის ხდებოდა, ჩვენთან რომ მოვიყვანეთ… მამასთან იყო, სახლში მოდიოდა, როცა დაეჯახა მანქანა”

ამე­რი­კა­ში მცხოვ­რებ­მა ქარ­თველ­მა მომ­ღე­რალ­მა ალექ­სან­დრე ზა­ზა­რაშ­ვილ­მა ცოტა ხნის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ძმის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ და­წე­რა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, მისი უფ­რო­სი ძმა ნიკა ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ემსხვერ­პლა, რო­მე­ლიც გორი-რუ­ი­სის გზა­ზე მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მან­ქა­ნა ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლეს და­ე­ჯა­ხა. მომ­ხდა­რის შე­დე­გად 20 წლის ნიკა ქვრი­ვიშ­ვი­ლი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. ცნო­ბი­ლია, რომ წლე­ბის წინ ალექ­სან­დრეს ოჯახ­მა ოთხი დედ­მა­მიშ­ვი­ლი იშ­ვი­ლა.

მა­შინ მომ­ღერ­ლის დედა ამ­ბობ­და, რომ ბავ­შვე­ბის დე­დას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო შვი­ლებ­ზე ზრუნ­ვა არ შე­ეძ­ლო და ამი­ტომ ისი­ნი თა­ვის­თან წა­მო­იყ­ვა­ნა. სწო­რედ ერთ-ერთი მათ­გა­ნი იყო ნიკა, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ალექ­სან­დრე წერს.

AMBEBI.GE ალექ­სან­დრე ზა­ზა­რაშ­ვი­ლის დე­დას გუ­ლი­კო ეგ­ნა­ტაშ­ვილს ესა­უბ­რა:

– სული მეწ­ვის, ნიკა ტან­ჯვით გავ­ზარ­დე. ჩემი შვი­ლე­ბის­თვის არ და­მით­მია ამ­დე­ნი დრო და ენერ­გია. 5 წლის ხდე­ბო­და, როცა ჩვენ­თან მო­ვიყ­ვა­ნეთ. მე ვზრდი­დი, დე­დის მე­ძახ­და, გიჟ­დე­ბო­და ჩემ­ზე. ჩვენს სიყ­ვა­რულს სა­ზღვრე­ბი არ ჰქონ­და. ჯარ­ში შე­ვიყ­ვა­ნე 18 წლის რომ გახ­და, იქ მუ­შა­ობ­და. ტრა­გე­დი­ის დღეს, მა­მას­თან იყო, სახ­ლში მო­დი­ო­და და ავ­ტო­ბან­ზე გად­მო­ვი­და. ამ დროს და­ე­ჯა­ხა მან­ქა­ნა. ალექ­სან­დრემ ას­წავ­ლა წერა კი­თხვა…