“არ იცნობდე, უზომოდ გიყვარდეს და გაბედნიერებდეს მისი ღიმილი – ეს მხოლოდ დათიკოს შეუძლია”

dati_and_family – ის „ინსტაგრამ“ გვერდი შარტავას ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დათი ქოქრაშვილის მორიგ უსაყვარლეს ვიდეოს გვიზიარებს.

ვიდეოში, რომელიც ამერიკაში ერთ-ერთ წვეულებაზეა გადაღებული, ჩანს თუ როგორი სიყვარულით ხვდებიან დათის გულშემატკივრები.

ემოციურ კადრებს სოციალურ ქსელში უთბილესი კომენტარები აქვს:

არ იცნობდე და უზომოდ გიყვარდეს და გაბედნიერებდეს მისი ღიმილი ეს მხოლოდ დათიკოს შეუძლია…

ძალიან ძალიან კარგად უნდა იყო, რომ ყველა გააბედნიერო ❤️

სიყვარულის ბიჭი…

დათუნა სიყვარულის და ტკივილის დამარცხების სიმბოლო ხარ…

საოცარი ბიჭი ძალიან რომ მიყვარს…

ჩემი დილის ბედნიერებაა შენი ღიმილიანი თვალები…“- წერენ სოციალურ ქსელში