“მადლობელი ვარ რომ ჩემს ცხოვრებაში ხარ“ – ნინა ხუბუტია და სანდრო შელია ქორწინების წლისთავს აღნიშნავენ

კომპანია CAI-ს გენერალური დირექტორი, სანდრო შელია და ტელეჟურნალისტი ნინა ხუბუტია ქორწინების ერთ წლისთავს აღნიშნავენ.

აღნიშნულ თარიღს ნინა ხუბუტია „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ეხმიანება და რომაული ქორწილის დროს გადაღებულ ულამაზე კადრებს აქვეყნებს.

„ჩვენ გაგვიმარჯოს! მადლიერი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში ხარ! გილოცავ ქორწინების ერთი წლისთავს“ – წერს ნინა ხუბუტია.