“წამოვარდა და გადამეფარა“ – როგორ გადაარჩინა ფიზიკური დაზიანებისგან ბაია დვალიშვილმა მაკა ძაგანია

მსახიობი მაკა ძაგანია გადაცემის „ნიკოლოზის კითხვები“ სტუმარია, რომლის ეთერშიც კარიერასა და პირად ცხოვრებაზე საუბრობს.

მაკა იხსენებს მომენტს, როდესაც ბაია დვალიშვილმა ის ფიზიკური დაზიანებისგან იხსნა.

„კინო ჩემთვის არავის უსწავლებია. როგორც გავიგე სხვა კანდიდატიც იყო თინასი. იმ პერიოდში თვალების პრობლემა მქონდა და რამე მიჭირდა მხედველობა.

გიორგი ლიფონავამ მითხრა იმ სხვა კანდიდატზე: წადი სათვალე მოუტანეო. ვუთხარი რომ მე მქონდა, ამოვიღე და გავიკეთე. მგონი ამანაც განაპირობა თინას როლში აყვანა.

მთელი ცხოვრება ქერა თმა მქონდა და შემდეგ სერიალისთვის შავად შევიღებე. პირველად რომ ჩავიხედე სარკეში შოკი მივიღე, ვერ ვეგუებოდი შავ თმას. ბევრ რამეში ვეთანხმებოდი თინას. ცოტა მინდოდა ხოლმე რომ მომელბო და თბილი ყოფილიყო დაქალებთან დედასთან, თუმცა უშედეგოდ.

გიორგი ლიფონავა მეწინააღმდეგებოდა. ბაიკო არის ფანტასტიკური ადამიანი და ძალიან კარგი პარტნიორი. ყოველთვის გვერდში მედგა და მეხმარებოდა, მამშვიდებდა, რომ ყველაფერი გამოვიდოდა. მე ვთვლი, რომ მე და ბაიკომ როცა ავაწყვეთ ურთიერთობა, მერე შედგა გოგონებთან კარგი დაქალობაც. ერთ-ერთი გადაღების დროს სარკე გადმოვარდა, ძლივს გადავრჩით. ალბათ ბაიკოს დედური ინსტინქტი ჰქონდა, წამოვარდა და გადამეფარა. მთლიანად დაიმსხვრა ეს სარკე და სასწაულად გადავრჩით“, – აღნიშნა მაკა ძაგანიამ.