საპარლამენტო არჩევნებიდან ორი დღე გავიდა, თუმცა სრულიად სოციალური ქსელი კვლავ ამ თემით არის მოცული. განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს შორის “დიდი პაექრობაც” მიმდინარეობს “ფეისბუქზე”.
“ღამის შოუს” ბენდის წევრი, მომღერალი თათა გიორგობიანი, რომელსაც ხშირად “სამთავრობო მომღერლად” მოიხსენიებენ, წერს, რომ პოლიტიკის გამო ადამიანების ბულინგი არასწორია. აქვე აღნიშნავს, რომ სამეგობროში ყველანაირი პოლიტიკური შეხედულების ადამიანი ჰყავს.
თათა გიორგობიანი:
უბედურებაა, ერთ ციდა ქვეყანაში, ერთმანეთს რომ ჭამთ, ბულინგი რომ “სვეცკობა” გგონიათ და თან ეგ გეამაყებათ. ეგ არ არის სამშობლოს სიყვარული, ეგაა სამშობლოს მტრობა და ზემოდან კიდევ გოიმობა”.