გადაცემაში „მამების დრო“ სტუმრად მომღერალი მებო ნუცუბიძე იმყოფებოდა. ახლგაზრდა მომღერალმა პირადი ცხოვრების უცნობ დეტალებზე ისაუბრა. საუბრის მთავარი თემა კი მამა იყო.
როგორც მებო ჰყვება, მამა მაშინ გარდაეცვალა, როცა 16 წლის იყო და გული სწყდება, მის შემდგომ წარმატებებს მამა ვერ მოესწრო
„მამა ჩემს კონცერტებზე არ მოდიოდა, ტიროდა და რცხვენოდა, ხალხს მისი ცრემლები რომ ენახა“,- ამბობს მებო