რომელი დიზაინერის კაბა ეცვა გიორგი მამარდაშვილის მეუღლეს “ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიაზე

2023-2024 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელების დაჯილდოების ცერემონიაზე, ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი, მეუღლესთან ერთად გამოცხადდა.

საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია ელენე ეპიტაშვილის შავმა კაბამ, რომელიც მოდელს ღონისძიებაზე ეცვა.

აღმოჩნდა, რომ ის VERSACE-ს ეკუთვნის და მისი ღირებულება 5 383 დოლარია.