“ჩემს ცხოვრებაში იყო მხოლოდ ერთი საჩუქარი, როცა ბედნიერი ვიყავი და მადლობელი ვარ ღმერთის ამისთვის”

მომღერალი, ლოლა წერეთელი გადაცემას „დღის პოსტი“ სტუმრობდა.

მომღერალმა სხვა საკითხებთან ერთად, პირად ცხოვრებაზეც ისაუბრა:

„პირადი ცხოვრებისთვის ყველა ასაკს აქვს თავის დრო და ადგილი, არის ასაკი, სადაც ქალს უნდა შეუყვარდეს კაცი, ბედნიერი იყოს, მაგრამ შემდეგ ის დრო უკვე გადის…

ჩემი პირადი ცხოვრება ჩემი მუსიკაა… 59 წელი ისეთი ასაკია, როცა უნდა ვიფიქრო როგორ დავბერდე ლამაზად… ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, ყოველი წამი უნდა გვიყვარდეს…

მთელი ცხოვრება მე თავად ვუკეთებდი ჩემს თავს საჩუქრებს… ჩემს ცხოვრებაში იყო მხოლოდ ერთი საჩუქარი, როცა ბედნიერი ვიყავი და მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ვიყავი ბედნიერი“ – ამბობს მომღერალი.