საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ლუკა ლოჩოშვილი მეუღლესთან სალომე ლაშხთან ერთად Halloween-ის დღესასწაულს დაესწრო.
წვეულებიდან კადრებს სოციალურ ქსელში სალომე გვიზიარებს, რომელიც ქალი კატას განასახიერებდა.
ლუკა კი საღამოზე ღამურას როლში მოგვევლინა.
საერთო ჯამში წყვილი ერთმანეთის შესაფერისი იყო და სხვადასხვა კოსტიუმებშიც იგრძნობოდა მათი სილამაზე.