„ეს არის სრულყოფილი ადამიანი, ჩემი მთელი ცხოვრების საჩუქარი“

მსახიობი ნანუკა გულუა სოციალურ ქსელში ავრცელებს მორიგ ემოციურ პოსტს და მის დას, ნინო გულუას დაბადების დღეს ულოცავს.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ნანუკამ გულშემატკივრებს სასიხარულო ინფორმაცია გაუზიარა და ამცნო, რომ მესამე შვილის მოლოდინშია.

„ვაგრძელებ ჩემს „ახალ წელს“… მახსოვს ჩემი ხელმწიფე მამა მოვიდა 4 ნოემბერს და მითხრა, ისეთი საჩუქარი გაჩუქეთ მე და დედამ მთელ ცხოვრებას გაგიფერადებსო…

წამიყვანა და შევედი ჯადოსნურ ოთახში სადაც ბევრი ბავშვი იწვა ერთმანეთის გვერდით, აარჩიეო ნუგომ და მეც შევუდექი არჩევას – ნუნუკაც მახლდა და მეხმარებოდა.

მოკლედ, დედას გეფიცებით ნინიკო ავარჩიე, ყველაზე თეთრი და დიდლოყება იყო ,მას მერე წამით არ მინანია ჩემი არჩევანი :))

წელს პირველად ხვდება მის ახალ შექმნილ ოჯახში ჩვენს დღეს და მინდა ვუსურვო ჯერ არნახული, გაუგონარი ბედნიერება! ეს არის სრულყოფილი ადამიანი, ჩემი მთელი ცხოვრების საჩუქარი, ჩვენს დღეს გილოცავ ნინიკო!“, – წერს ნანუკა გულუა.