“ეს ქალი ყველა მამაკაცს იმაზე მეტად მიმზიდველს ხდის ვიდრე არის“ – როგორ ეხმიანებიან ალექსანდა პაიჭაძის ახალ ვიდეოს გამომწერები

“ნახვამდის სიყვარულო, გამარჯობა ვნება” – წერს მოდელი და მსახიობი ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს სერიალის “მარჯვენა სანაპიროს” გადაღებებიდან, სადაც ის, მსახიობ დავით დვალთან ერთად მონაწილეობს.

ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ახალ ვიდეოს გამომწერებისგან დადებითი კომენტარები მოჰყვა:

„ეს ქალი ყველა მამაკაცს იმაზე მეტად მიმზიდველს ხდის ვიდრე არის“

„რა მაგარი კომპლიმენტია, უკეთესი რაღა უნდა იყოს მით უმეტეს თუ ამას გოგო ეუბნება“

„ძალიან მაგარი წყვილი იქნებოდნენ რეალობაშიც“

„ცეცხლი ხარ ალექსანდრა“

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრა პაიჭაძემ ცოტა ხნის წინ დაწერა, რომ ის და დავით კოდუა ერთმანეთს დაშორდნენ. მათ ერთი საერთო შვილი ჰყავთ.