დიკა სალაყაია, სოციალურ ქსელში ემოციურ კადრებს გვიზიარებს, სადაც გვიჩვენებს უსაყვარლეს პატარებს, რომლებიც დედის გარეშე, ობლად დარჩნენ.
დიკამ საზოგადოებას მიმართა თანადგომისკენ, რათა პატარებს სახლში სათანადო პირობები შეუქმნან.
“მთელი დღე ვეფერეთ, ვესაუბრეთ, ვიარეთ, დავამშვიდეთ….
ყველაფერი გავაკეთეთ რაც საჭირო იყო.
და ბოლოს დედიკოსთვის ჯერ ყვავილები არავის მოუტანიაო…
ვარდებსაც მივუსწარით დაბნელებამდე….
მიუტანა და თავისი პაწაწინა ხელებით გულზე დაადო.
ბავშვები ერთად იქნებიან!…. ისინი ვერ გადაიტანენ ცალ-ცალკე ყოფნას. უნდა ნახოთ ერთმანეთს როგორ აცმევენ და ამშვიდებენ.
ბავშვებთან დეიდა იქნება და ჩვენ კი ყველა ერთად მათ გვერდით.
შაბათს დაკრძალვაა და შემდეგ სასწრაფოდ უნდა შევუდგეთ სახლში სათანადო პირობების შექმნას….
ანგელოზები დიდი ტკივილით ხომ ჩვენ შემოგვცქერიან….
უფალმა შეგვაძლებინოს“, – წერს დიკა სალაყაია.