„ვაშინგტონ პოსტის“ მფლობელი, „ამაზონის“ დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
„გულითადად ვულოცავ ჩვენს 45-ე და ახლა უკვე 47-ე პრეზიდენტს არაჩვეულებრივ პოლიტიკურ დაბრუნებას და დამაჯერებელ გამარჯვებას. არცერთ ქვეყანას არ აქვს უფრო დიდი შესაძლებლობები. პრეზიდენტს ვუსურვებ წარმატებებს იმ ამერიკის ხელმძღვანელობასადა გაერთიანებაში, რომელიც ჩვენ, ყველას, გვიყვარს“, – წერს ბეზოსი.
შეგახსენებთ, რომ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ „ვაშინგტონ პოსტი“ მხარს აღარ დაუჭერდა დემოკრატების კანდიდატს, კამალა ჰარისს. აღნიშნული გადაწყვეტილება თავად ბეზოსმა მიიღო. ეს გამოცემა ტრადიციულად, 1970-იანი წლებიდან მხარს უჭერდა დემოკრატიული პარტიის კანდიდატებს.