“ჩემს ცხოვრებას აზრი ჰქონია, ტყუილად არ მიცხოვრია თურმე“

ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და გამომწერებს სიყვარულისთვის მადლობას უხდის.

მომღერლის თქმით, საზოგადოების მხრიდან გამოხატული სითბოს შემდეგ მიხვდა, რომ მის ცხოვრებას აზრი ჰქონია.

„ძალიან დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის, უსაზღვრო სიყვარულისთვის, კეთილი სურვილებისთვის და პოზიტივისთვის. ბოდიშს გიხდით, თუ ვინმეს მოწერილს ვერ ვუპასუხე. საკმაოდ ბევრი იყო და ვერ გამოვხატე თქვენს მიმართ საკმარისი სიყვარული. მაგრამ ახლა, ამ ფორმით გეუბნებით მადლობას.

ჩემს ცხოვრებას აზრი ჰქონია, ტყუილად არ მიცხოვრია თურმე. თქვენი სიყვარული ჩემთვის ყველაფერზე ძვირფასია.

მიყვარხართ ყველა. გისურვებთ ყველა ჩემს მიმართ გაცემული სითბო, სიყვარული და სურვილი ასმაგად უკან დაგიბრუნდეთ“, – წერს ნინი ქარსელაძე.