”ჩემი გოგო უკვე დანიშნულების ადგილზეა, ახლა ხანგრძლივი მკურნალობის ეტაპი გველოდება წინ“

ტელეწამყვანი თაკო ჩორგოლაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

”ჩემი გოგო უკვე დანიშნულების ადგილზეა!!! ახლა ხანგრძლივი მკურნალობის ეტაპი გველოდება წინ, თუმცა მალე ყველაფერი კარგად იქნება და თავისი ჩვეული სიფერადით კვლავ გაგვახალისებს ცხოვრებას 🥰 მადლობა ჩემო გულისხმიერო ადამიანებო ასეთი მხარდაჭერისთვის, ყურადღების და გვერდში დგომისთვის…რამხელა ძალა და სიყვარული ვიგრძენი ამ რამდენიმე დღის მანძილზე ალბათ ვერასდროს გადმოვცემ!!!! ისევე როგორც იმ დიდ მადლიერებას, რომელიც მეგობრის, ნაცნობის უცნობის თუ ნებისმიერი კომენტარის ავტორის მიმართ მქონდა! მიყვარხართ! მეიმედებით და მაძლიერებთ! მალე ერთად ვნახავთ პატარა საბიანას ისევ გახარებულს და გამოჯანმრთელებულს!!!! ჩემს ცელქ გოგოს, რომელმაც დიდი სიყვარულით და სიხალისით აავსო ჩემი ცხოვრება! 🙏🏻🙏🏻🙏🏻”