მომღერალმა ნინი ქარსელაძემ ცოტა ხნის წინ გამომწერებს გულახდილი პასუხები გასცა თავის პირადზე. თქვა, რომ 5-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ქმარს გაშორდა. ამის გადატანაში კი ოჯახი დაეხმარა. ამბები.ჯი ნინის დედას, ხათუნა ჟორდანიას დაუკავშირდა.
-სოციალურ ქსელში ყველას გაუკვირდა ნინის გულახდილობა, ფაქტია, რომ ის ბოლო წლებში მედიასთან ნაკლებად კონტაქტობდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს პირად ცხოვრებას ეხებოდა…
– ეს ნინის უნდა ჰკითხოთ. ცოტა ჩაკეტილად იყო რამდენიმე წელი და ვფიქრობ, ეს მისი შეგრძნებები იყო, რაც „ინსტაგრამზე“ დაწერა… ყველა შვილს უყვარს დედა, მაგრამ ნინი მგონია, რომ განსაკუთრებული შემთხვევაა დღევანდელ საქართველოში. რომ არ ყოფილიყო ნინი, მე დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი. ამას ყველგან ვამბობ და ყოველთვის ვიტყვი. არ დამეზარება იმის გამეორება, რომ ნინი ჩემთვის მფარველი ანგელოზია.