ლეონარდო დიკაპრიო 50 წლის გახდა – მსახიობმა იუბილე უზარმაზარი წვეულებით აღნიშნა. ფოტოგალერეა

ლეონარდო დიკაპრიო 50 წლის გახდა. ოსკაროსანმა მსახიობმა იუბილეს აღსანიშნავად უზარმაზარი წვეულება მოაწყო. ინფორმაციას TMZ ავრცელებს.

წვეულებაზე არაერთი ცნობილი სახე იყო მიწვეული. TMZ ასევე ავრცელებს ცნობილი სახეების ფოტოებს, რომლებიც დიკაპრიოს წვეულებაზე მიმავალ, ჰოლივუდ ჰილსზე ერთი-ერთ კერძო სახლთან შენიშნეს.

ლეონარდოს წვეულებას ესწრებოდნენ ტობი მაგუაიერი, ედვარდ ნორტონი, ჯეიმი ფოქსი, ჩაკ ლიდლი, კრის როკი, ორლანდო ბლუმი, სტივენ სპილსბერგი, პერის ჰილტონი, ქეითი პერი, რობინ თიკი, კარა დელავინი, დოქტორ დრე, ტაიგა, ბრედ პიტი, ინეს დე რამონთან ერთად და სხვები.

დაბადების დღეზე მიმავალი შენიშნეს ლეონარდოს 81 წლის მამა და დიკაპრიოს დედინაცვალიც.

დიკაპრიოს დაბადების დღე სიმღერით სტივ ვანდერმა მიულოცა.