რატომ უნდა წაიკითხო წიგნი (თუნდაც ცოტა, მაგრამ ყოველ დღე)?
მაშ ასე და ეს 10 მიზეზი არის: 👇
1. როცა კითხულობ ავტორებს, რომლებიც კარგად წერენ, ეჩვევი კარგ მეტყველებას.
2. კულტურა – ესაა არა წაკითხული, არამედ გაგებული წიგნების რაოდენობა .
3. ადამიანები, რომლებიც წიგნებს კითხულობენ ყოველთვის მართავენ მათ, ვინც ტელევიზორს უყურებს.
4. რაც უფრო ბევრს კითხულობ, მით ნაკლებად ბაძავ.
5. წიგნი ყოველთვის ჯობია ფილმს, რადგან წარმოსახვა არაა შემოსაზღვრული სპეცეფექტების ჩარჩოებით.
6. ადამიანები იყოფიან ორ კატეგორიად: ვინც კითხულობს და ვინც უსმენს, მათ ვინც კითხულობს წიგნებს შეუძლიათ სხვა თვალით დაინახონ სამყარო.
7. როგორც მარცვლებისგან შედგება მზესუმზირა, ისე წაკითხულის მარცვლებიდან იქმნება ცოდნა.
8. კითხვა გონებისთვის იგივეა, რაც სხეულისთვის ფიზიკური ვარჯიში.
9. იმისათვის, რომ გახდე ჭკვიანი, საკმარისია ათი წიგნის წაკითხვა, მაგრამ რომ იპოვო ეს ათი უნდა წაიკითხო ათასი.
10. მიენდე წიგნებს, ისინი ყველაზე ახლოს არიან შენთან. დუმან როცა საჭიროა და ლაპარაკობენ, როცა თვალწინ სამყაროს გიშლიან.