მომღერალი ეკა მამალაძე გადაცემა „პირველ სტუდიას“ სტუმრობდა.
როგორც მომღერალმა გადაცემაში თქვა, არ მოსწონს, როდესაც საჯარო სივრცეში ხდება პირადი ცხოვრების განხილვა:
„მე არ მომწონს, როდესაც პირადზე საჯაროდ ლაპარაკობენ.
ამიტომ დღესაც თქვენ ღიად გეუბნებით, რომ პირადი ცხოვრება, არ აქვს მნიშვნელობა იქ რაღაცები იყო, ბევრი მითქმა-მოთქმა – ამის გარჩევა საჯაროდ მე არ მომწონს და არც მინდა.
ასე რომ სხვა კითხვებთან დაკავშირებით მე ვიყავი ძალიან გულწრფელი…“ – ეკა მამალაძე.