“შვილმა არ დამირეკა, დაბადების დღე არ მომილოცა”

“შვილმა არ დამირეკა, დაბადების დღე არ მომილოცა, სამაგიეროდ ლეკვები მილოცავენ და მეუბნებიან, გვიყვარხარ დედიკო”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი წერს.

“ჩემ­მა ერ­თა­დერ­თმა სის­ხლმა და ხორ­ცმა, ჩემ­მა შვილ­მა გა­და­წყვი­ტა სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა და თბი­ლის­ში ცხოვ­რე­ბა. ახლა იქ მინ­და ვცა­დო ბე­დიო. ზაზა ფა­ჩუ­ლი­ას აკა­დე­მი­ა­ში უნდა დაბ­რუ­ნე­ბა და იქი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში თა­მა­ში. ამე­რი­კა­ში მა­ღა­ლი კონ­კუ­რენ­ცი­აა კა­ლათ­ბურთში, ოთხი წელი ვე­რა­ფე­რი გა­ვა­კე­თო აქ, რთუ­ლი­აო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და წა­ვი­და. მე და ჩემი მე­უღ­ლე არ ვე­თან­ხმე­ბო­დით, ასე ად­ვი­ლად აქ არა­ფე­რი მი­იღ­წე­ვა, დროა, სა­ჭი­რო და ბევ­რი შრო­მა. მა­მა­მის­მა, რო­მე­ლიც ასე­ვე ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს ჩუ­მად უყი­და ბი­ლე­თი და თბი­ლის­ში გა­უშ­ვა. ისე წა­ვი­და რომ არ და­მემ­შვი­დო­ბა. ჩუ­მად გა­ი­პა­რა. თუ ჩემს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პა­ტივს არ სცემ, ხელს მა­ინც ნუ შე­მიშ­ლიო. ზუს­ტად ვიცი, რომ 16 წლის ბავ­შვი ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მარ­ტო ვერ მი­ი­ღებ­დი და მა­მის ზე­გავ­ლე­ნის ქვე­შაა მოქ­ცე­უ­ლი”…