„თუ ვინმე საცემია ჩვენ ვცემთ, მეუღლეებს არ ვრევთ საქმეში“

ჟურნალისტი ხატია სიჭინავა და მოდელი თაკო ჩხეიძე გადაცემას „დღის პოსტი“ სტუმრობდნენ, სადაც მეგობრობაზე, ასევე საქმიან ურთიერთობებზე ისაუბრეს.

როგორც აღმოჩნდა, მათი მეგობრობა საქმიანი ურთიერთობით დაიწყო.

„თაკოს შორიდან ვიცნობდი და ხშირად ვხვდებოდი, მანქანით გამოდიოდა ეზოდან და გულში ვფიქრობდი, რა ლამაზი გოგოათქო. ყოველთვის თბილად ვესალმებოდით ერთმანეთს. შემდეგ მოხდა ისე, რომ ჩემი საქმე დავიწყე. მინდოა რომ ამ საქმეში მყოლოდა სანდო ადამიანი. დავურეკე თაკოს და შევთავაზე, რაზეც თანხმობა მივიღე. ამის შემდეგ ვმეგობრობთ. ერთმანეთისგან განხვავებულები ვართ, თუმცა ჩვენ ვავსებთ ერთმანეთს.

ჩვენ საქმეში მეუღლეებს არ ვრევთ. რადგან ხედავენ, რომ არ ვსაჭიროებთ დახმარებას, არ ერევიან. თუ ვინმე საცემია იმასაც ჩვენ ვცემთ“, – ამბობს ხატია სიჭინავა.