“როგორ შეიძლება ამ გოგოთი არ ვიამაყო, გილოცავ დე“ – მსახიობი სალომე შარვაძე შვილის წარმატების შესახებ წერს

მსახიობი სალომე შარვაძე სოციალურ ქსელში მისი შვილის, მართა არველაძის წარმატების შესახებ წერს.

როგორც ირკვევა, საქართველოს გაეროს მოდელირების ასოციაცია, დელეგაციით იმყოფებოდა ვაშინგტონში, აშშ, სადაც ესწრებოდა საერთაშორისო გაეროს მოდელირებასა და კონფერენციას. პროექტში მონაწილეობას იღებდა მისი შვილი მართა არველაძე, რომელმაც პატივცემული დელეგატის სტატუსი მოიპოვა.

„ვიცი მომკლავს, მაგრამ როგორ შეიძლება ამ გოგოთი არ ვიამაყო. მართა არველაძე,

გილოცავ დე საპატივცემულო დელეგატის სტატუსის მოპოვებას!!!

საქართველოს გაეროს მოდელირების ასოციაცია, დელეგაციით იმყოფებოდა ვაშინგტონში, აშშ, სადაც ესწრებოდა საერთაშორისო გაეროს მოდელირებასა და კონფერენციას.

ვიზიტი დელეგაციისთვის წარმატებული აღმოჩნდა, რადგან პროექტის მონაწილე, მართა არველაძე გახდა ერთ-ერთი გამარჯვებული და ნომინირებული დანარჩენ 4 გამარჯვებულ მონაწილეს შორის.

მართამ, პატივცემული დელეგატის სტატუსი მოიპოვა.

ვულოცავთ, მას და სრულიად დელეგაციას ამ დიდ წარმატებას“, – წერს ფეისბუქში სალომე შარვაძე.