გადაცემას „ნიკოლოზის კითხვები“ სტუმრობდა მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი, რომელმაც მის ოჯახში მომხდარი შემზარავი დაყაჩაღების ამბავი გაიხსენა:
„საქმე ისაა, რომ თანამდებობები, რაც მამაჩემს ეკავა, იძლეოდა საშუალებას კარგად, გვეცხოვრა, მაგრამ მდიდარი ოჯახი არ ვიყავით. გვქონდა ნორმალურად გარემონტებული ბინა… იმ მომენტში მამაჩემი თავიდან გავიცანი… [დაყაჩაღებამდე] 10 დღით ადრე საკმაოდ მძიმე ავარიაში მოვხვდი, ფეხზე ტრავმა, შუბლი გახეთქილი მქონდა, როდესაც მამაჩემმა ჭუჭრუტანაში გაიხედა, იფიქრა, რომ ჩემთან მნახველები მოვიდნენ, გამოაღო კარი და 4 ნიღბიანი ადამიანი დაინახა, პირველივემ შემოყო ტეტე, გულზე დაადო და უთხრეს გააღეო [კარი]… მამაჩემმა დაიჭირა პირველი ტიპი, ორივე ხელით დაიჭირა და უკან გადააგდო სადარბაზოში…
ამ გარეწრებმა სამივე ავტომატი გახსნეს, ოთახში რა ხდებოდა ვერ გეტყვით, ოთახში ადგილი არ იყო, იმდენი ტყვია ეყარა, კოჭლობით მივედი მისაღებ ოთახში და ვხედავ ძირს გდია მამაჩემი, უმძიმესად დაიჭრა… კატასტროფა გამოვიარეთ, ექიმების მადლობელი ვარ, დაახლოებით, ორწლიანი მკურნალობის მერე მამაჩემმა ფეხზეც გაიარა და სამსახურიც დაიწყო.
მამაჩემმა ფაქტობრივად მთელი ოჯახი გადაგვარჩინა…“