“ ვ ე რ ა ფ ე რ ი მაიძულებს უარი ვთქვა საქართველოს გადარჩენაში ჩემი მოკრძალებული წვლილის შეტანაზე”

„მინდა ლაშა რამიშვილის, ჩემი შვილის ჩემდამი მომართვაზე ორიოდ სიტყვა ვთქვა: ისტორია განგვსჯის! ამის მეტს არასდროს არ ვიტყვი საჯაროდ“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში POSTV-ის დამფუძნებლი, შალვა რამიშვილი წერს და შვილს საჯაროდ მიმართავს.

„მინდა ლაშა რამიშვილის, ჩემი შვილის ჩემდამი მომართვაზე ორიოდ სიტყვა ვთქვა: ისტორია განგვსჯის! ამის მეტს არასდროს არ ვიტყვი საჯაროდ. უბრალოდ როცა მამას კლავ მხოლოდ ამით არ უნდა შეხვიდე ისტორიაში. ბრბო კი მოგიწონებს ხბოს აღტკინებით, მაგრამ მერე სხვა მოკლავს მამას უფრო სასტიკად და ობივატელიც შენ დაგიკიდებს ფეხზე. იმედია ლაშა სხვა რამესაც იზამს. ნიჭიერება გვარში გვაქვს  
ახლა იმაზე რასაც ვაკეთებ: ვერაფერი, ვიმეორებ, ვ ე რ ა ფ ე რ ი მაიძულებს უარი ვთქვა საქართველოს გადარჩენაში ჩემი მოკრძალებული წვლილის შეტანაზე. დანარჩენი არის ლირიკა. ციხით მაშინებენ და პატარძალზე უხერხული ანდაზა გამახსენდა. შვილების დაკარგვას მიკიჟინებენ და შედგა სამწუხაროდ ეს ფაქტი. მაბულინგებენ და მეცინება უბრალოდ. და ბოლოს, ყველა „ჩეგევარას“ ეხება (შვილს არა): ერთი ადგილი თუ გაქვთ საქმე ქენით! რაღაც ოპუსებს ნუ მიძღვნით! – წერს რამიშვილი.