“ზამთარი ასეთი ლამაზი არასდროს ყოფილა“ – ნანა აროშიძე დათოვლილი რაჭიდან ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

ბლოგერი ნანა აროშიძე, რომელსაც მოგზაურობამ სიყვარული, ილო ლობჟანიძე აპოვნინა და თბილისიდან მაღალმთიან რაჭაში საცხოვრებლად გადასვლის გადაწყვეტილება მიაღებინა რამდენიმე ხნის წინ დედა გახდა.

ნანა ამჯერად სოციალურ ქსელში ქმართან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს, სადაც დათოვლილი რაჭა და მათი უსაყვარლესი ბიჭიც ჩანს.

„ზამთარი ასეთი ლამაზი არასდროს ყოფილა“, – წერს ნანა აროშიძე.