“ რამდენი ხანი შეგვიძლია თქვენი აზრით გაფიცვა და უმუშევრობა”

თაკო გველესიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

”მუსიკოსებს რომ აბულინგებთ და გადაუარეთ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, დილიდან საღამომდე ვინც მუშაობთ და მერე აქციაზე გადიხართ, თვის ბოლოს ხელფასი გერიცხებათ, კარგია ხო? კი ბატონო, მომხრე ვიყავი მუსიკოსების გაფიცვის, მაგრამ რამდენი ხანი შეგვიძლია თქვენი აზრით გაფიცვა და უმუშევრობა? რაიმე ალტერნატივა არსებობს რომ
არ ვიმუშავოთ? ვინმე აიღებს საკუთარ თავზე ჩვენს ფინანსურ პასუხისმგებლობებს?ალბათ ბევრმა არ იცით როგორი არასტაბილურია ჩვენი სფერო, სულ რომ ქვეყანაში სიმშვიდე იყოს და იუნიქორნები დაფრინავდნენ, ამ სიტუაციაში ხომ საერთოდ კატასტროფაა უკვე. ჩემს გარშემო ზოგს მეგობრები ეხმარებიან, ზოგს – მშობლები, ზოგს – ვერავინ…კითხვა არავის გიჩნდებათ როგორ არსებობს ეს ხალხი? კონცერტებს, გაუქმების მაგივრად სხვა დანიშნულება რომ მივცეთ, რატომ არ შეიძლება? ,,რა გემღერებათ” და მსგავსი ფრაზები დაივიწყეთ და ის აგრესია, რომელიც მუსიკოსებისკენაა მიმართული, ჯობს სწორ მხარეს გაუშვათ, ნუ გადაიქცევით თქვენც ბრბბოდ, გამოფხიზლდით !