“არ არსებობს სიყვარულზე დიდი საშობაო საჩუქარი“ – ქეით მიდლტონის გზავნილი სიმსივნის დამარცხების შემდეგ

ქეით მიდლტონის საშობაო გზავნილი წელს რადიკალურად განსხვავდება წინა წლების მისალოცი ტექსტებისგან. უელსის პრინცესა ამჯერად მთავარ აქცენტს სიყვარულის მნიშვნელობაზე აკეთებს:

შობა წელიწადის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი დროა. ეს არის საჩუქრების, ლამაზი დეკორაციებისა და უგემრიელესი ტკბილეულის დრო, მაგრამ ასევე არის მომენტი, როცა უნდა დავფიქრდეთ მთავარზე, რაც გვაერთიანებს, ეს არის სიყვარული“ – ამბობს ქეითი მიმართვაში, რომელიც მეუღლესთან, პრინც უილიამთან ერთად ჩაწერა.

გასული წელი ურთულესი აღმოჩნდა ქეით მიდლტონისთვის. მარტში გავრცელდა უელსის პრინცესას ემოციური ვიდეო, სადაც ის სიმსივნის დიაგნოზზე საუბრობდა. უკვე სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ მიდლტონი გამოჯანმრთელდა და ამჯერად რემისიის ფაზაში იმყოფება.