“4 წლის წინ ამ დღეს დამთავრდა ბავშვობა… ნეტავ იცოდე როგორ მენატრები“

მომღერალი ნინი შერმადინი დედას, რომელიც 2020 წელს კორონავირუსით გამოწვეული გართულებით გარდაიცვალა, სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს უძღვნის.

ნინი შერმადინი დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს:

„4 წლის წინ, ამ დღეს დამთავრდა ბავშვობა, ჩემი ციყვი. ძალიან მაკლიხარ და ნეტავ იცოდე, როგორ მენატრები“, – წერს ნინი შერმადინი.