დღეს სოციალურ ქსელში პატარა ალექსანდრა იმერლიშვილის სახალისო ვიდეო ვირუსულად გავრცელდა – კადრები სცენაზე, სამეჯლისო ცეკვის დროს არის გადაღებული, პატარა გოგონა სხვა მოცეკვავეების გვერდით დგას, თუმცა არ ცეკვავს და დარბაზში მყოფებს ხელით ანიშნებს, რომ შია.
აღნიშნული კადრების გავრცელების შემდეგ, სოციალურ ქსელში იუმორნარევ სტატუსს აქვეყნებს ალექსანდრას მამა, თორნიკე იმერლიშვილი და წერს:
„მივიღებთ მოწვევებს სხვადასხვა რესტორნებიდან!
გაითვალისწინეთ, ალექსანდრას და მამასაც განსაკუთრებულად გვიყვარს ლობიანი და წიწიბურა.
ბევრი თბილი კომენტარი, მესიჯი და ზარი მივიღე! ჩემი სიცოცხლეა ეს! მადლობა ყველას თბილი სიტყვებისთვის!“ – წერს თორნიკე იმერლიშვილი სოციალურ ქსელში.