“დღეს გალას დაბადების დღეა“ – გიორგი გასვიანი გალაკტიონის დაბადების დღის წვეულებიდან კადრებს გვიზიარებს

ტელეწამყვან გიორგი გასვიანის და მისი მეუღლის მარიტა მელიქიშვილის უსაყვარლესი ვაჟი გალაკტიონ გასვიანი იუბილარია. ამის შესახებ გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში წერს და ფოტოებს გვიზიარებს.

„დღეს გალას დაბადების დღეა 🎊🎂❤️“, – წერს გიორგი გასვიანი.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა ფოტოებმა უამრავი მოწონება, გალამ კი ბევრი მილოცვა მიიღო.