ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
”წლევანდელი წინასაახალწლო დღეები ჩემთვის განსაკუთრებული და განსხვავებული აღმოჩნდა! კონცერტებზე ხალხისგან სითბოს და სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობდი, მაგრამ იმ სიხარულს, რომელიც მომანიჭა რეგიონებში ადამიანებთან შეხვედრებმა, მართლა არაფერი შეედრება.
ეს არის სიყვარულის და გულშემატკივრობის ისეთი გულწრფელი გამოხატულება, რომ ამისთვის ბრძოლაც ღირს და ცხოვრებაც. ვერანაირი შეურაცხყოფა, ბულინგი, უსამართლოდ გულისტკენა და დაუნდობლობა ვერ გადაფარავს ამ განცდას!
დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამდენ სითბოს და სიყვარულს გვიგზავნის მე და ჩემს ოჯახს!🤍 განსაკუთრებით დიდი მადლობა კი ბავშვებს, რომლებსაც ასე სჭირდებათ მშვიდი, სიხარულით და სიყვარულით სავსე გარემო!
დიდი მადლობა ყველა რეგიონს, იქაურ მასპინძლებს, გულთბილი დახვედრისთვის🤍. და განსკუთრებული მადლობა ჩემს საყვარელ @tatasvanidze გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! მიყვარხართ! 🤍
პატივისცემით, ნინიქარსელაძე.”