“ნანატრი დღეც დადგა – სახლში წასვლა, გამოცდა წარმატებით ჩავაბარეთ“ – ხაშურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ნიაკოს და თათულის დედა სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

გასული წლის ოქტომბერში, ხაშურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული დები, 15 წლის ნიაკო და 8 წლის თათული კლინიკიდან დღეს გაეწერებიან.

სასიხარულო ინფორმაციას გოგოების დედა, სოფიო ხარშილაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს და სამედიცინო პერსონალს მადლობას საჯაროდ უხდის.

„ნიუ ჰოსპიტალი“… 2024 წლის 12 ოქტომბერი… შემოსვლის დღე… დაე ნანატრი დღეც დადგა, სახლში წასვლა -2025 წლის 8 იანვარი.

ყველაზე დასამახსოვრებელი 3 თვე, გამოცდა წარმატებით ჩავაბარეთ.

ახლა კი მოგიყვებით სასწაულ პერიოდზე, რომელიც არასდროს ამოიშლება გონებიდან. შეიძლება კლინიკა ვუწოდოთ, რეანიმაცია სასწაული გუნდი, რომელიც პირველივე წამიდან განსაკუთრებულად თავს ევლებოდა თათულის. ისე „ბალეშჩიკობდნენ“, სხვა გამოსავალი არ იყო, ისე უნდა მებრძოლა, რომ თათული მდგომარეობიდან უნდა გამომეყვანა.

ექიმების ბრძოლის შემდეგ ესეც გავაკეთე. ყოველ წამს უკეთესობისკენ მივდიოდით. ექიმების გუნდზე არაფერს ვიტყვი, ადამიანების სახით ღმერთები დაგვხვდნენ.

ექთნები – არ ვიცი, ამ საოცარ გუნდზე რა ვთქვა, არც ერთი წამი ჩამითვლია ის ფაქტი, რომ რეანიმაციაში ან თუნდა პალატების განყოფილებაში მივდიოდი. ერთი დიდი ტკბილი ოჯახი, თქვენ წარმოიდგინეთ გული მწყდება, რომ ვეწერებით, ძალიან მომენატრებით. პირობას შევასრულებ, მალე თათულის შეჯიბრზე დაგპატიჟებთ. ნიუ ჰოსპიტალს ჩვენგან დიდი მადლობა, მიყვარხართ“, – წერს სოფიო ხარშილაძე სოციალურ ქსელში.

„სამყაროს, დედამიწას დაუმტკიცე რომ შენნაირი ძლიერი ადამიანი იშვიათია, მზის გოგო ხარ..დაბადების დღეს გილოცავ“ – ხაშურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ნიაკო იუბილარია.